სიცოცხლე - მატერიის საოცარი თვისება, რომელსაც ანიჭებს და ართმევს ღმერთი. განასხვავებენ სხეულის სასრულ (დროში) და სულის უსასრულო სიცოცხლეს. ცოცხალი ორგანიზმში არსებობს სული. სულის სიცოცხელე ცვალებადია. ცოცხალი ორგანიზმი კვდება საკუთარ სხეულთან ერთად. ქმედებანი, რომელნიც შეასრულა ცოცხალმა ორგანიზმმა სიცოცხლის განმავლობაში გავლენას ახდენენ სულის მომავალ სიცოცხლეზე. სიცოცხლის შექმნა ნიშნავს შევქმნათ სხეული და შთავბეროთ მასში სული. სხულს აქვს თვისება აქტიურად შეცვალოს ბუნება მის გარშემო და სიცოცხლის ბოლოს მოკვდეს. სულს აქვს ტვისება შეიმეცნოს და შეიგრძნოს. ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ იგი გარდაისახება სხვა ფორმაში და განაგრძობს ფიქრს ან/და შეგრძნებას. ცოცხალი ორგანიზმის რეალური სიცოცხლე - ეს არის რაღაც სამყაროსული არსებობის ერთი კვანძი.
ეს მოდელი, აგებულია საგნობრივი აზროვნების მეთოდზე დაფუძნებით და დემონსტრირებას უკეთებს ინფორმაციის ვერბალური კომპრესიის ძლევამოსილებას. იგი აქტუალური იყო ადამიანებისთვის სოციალურ-სამართლებრივი სტრუქტურებისა და მორალის ჩასახვის ეპოქაში, როდესაც მორალი გამოიხატებოდა (აღიწერებოდა) თითქმის ერთადერთი, - ვერბალური გზით.
სიცოცხლის რელიგიური აღქმა და მითუმეტეს ქვეცნობიერებამდე დაყვანა ყოველმხრივ და უდიდეს ძალას მატებს ადმაიანს, ათავისუფლებს რა მას მოკვდავის ცხოვრებისეული საფიქრალისგან. ისტორიაში მრავლადაა მაგალითები იმისა, რომ მსოფლიოს უდიდეს მეცნიერებსაც კი, მიუხედავად მკაცრად მეცნიერული და მატერიალისტური შეხედულებებისა ღრმად სწამდათ ღმერთის არსებობის.
